ჩემი ბლოგი

ჩემი ბლოგი

Tuesday, March 16, 2010

სოფელი შროშა

1.პროექტის სახლწოდება: სოფელი შროშა
2.პროექტის მოკლე აღწერა : შროშა — სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო). ზღვის დონიდან 400 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი. განვითარებულია მეთუნეობა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 327 ადამიანი.
3. პროექტის სრული აღწერა: ქალაქის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატები თითქმის აღარ არიან, მაგრამ სოფლებში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილნი. სოფ შროშაში ამუშავებენ თიხას და ამზადებენ სხვადასხვაგვარ თიხის ჭურჭელს.სოფელი შროშა მეთუნეობის უძველეს კერას წარმოადგენს, სადაც ოდითგანვე თიხის არაჩვეულებრივ ნიმუშებს ამზადებენ. წითელი მიწა, სოფლის შემოგარენში მდებარე სხვადასხვაგვარი თიხის საბადო – ყოველივე ამან განაპირობა სოფელში მეთუნეობის განვითარება. მეთუნეობის საუკუნოვან ტრადიციას აქ ყოველი ოჯახი სათუთად იცავს და თაობიდან თაობას გადასცემს. ისინი საკუთარ მყუდრო სახელოსნოში სიამოვნებით გიმასპინძლებენ. აქ შესაძლებელია იხილოთ, თუ როგორ მზადდება ქვევრი, ნატიფი დოქები და ქართული სუფრისთვის ასე სახასიათო ფიალები, ყანწები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭინჭილები და სხვა სასმისები.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-15 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტი 2010 წლის დეკემბერი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები გაეცნობიან ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშის ისტორიას, ადგილმდებარეობას, ბუნენებრივი რესურსებს.დაათვალიერებენ ხელოვნების ნიმუშებს.შეიძენენ ცოდნას მეთუნეობის შესახებ.
7. მოსალოდნელი შედეგები: შექმნილი ბლოგი, ტურისტების სიმრავლე ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშაში. მოსწავლეებს ექნებათ მეტი ცოდნა და ინფორმაცია ამ სოფლის შესახებ.გაუჩნდებათ სურვილი გაიგონ მეტი და გაიღრმაონ ცოდნა.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაიცნობენ სოფელ შროშას და მის მცხოვრებთა საქმიანობას,კერძოდ მეთუნეობას.რომელიც დამახასიათებელია ამ სოფლისთვის.
9.სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: აღწერს ისტორიულ მოვლენებს და შეაფასებს წერილობით თუ ვიზუალურ ნამუშევრებში.
კულტურა: სწავლობს მცხოვრებთა ტრადიციებს და სოციალურ მდგომარეობას.
გეოგრაფია: ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს, შეადგენს რუკებს, დაადგენს კოორდინატებს და დაახასიათებს ამ სამხარეო ერთეულს.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელენე გველესიანი
13. ელ.ფოსტა
: elene1968@gmail.com